დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანს შეერთებულ შტატებთან შეთანხმების მიღწევა ძალიან სურს

02:16, 16.07.2026

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანს შეერთებულ შტატებთან შეთანხმების მიღწევა ძალიან სურს.

ტრამპის თქმით, ვაშინგტონი თავად გადაწყვეტს, გადადგამს თუ არა ამ მიმართულებით ნაბიჯს.

„ირანთან დაკავშირებით ყველაფერი ძალიან კარგად მიდის. ირანის ისლამური რესპუბლიკა ახლა კმაყოფილი არ არის. ეს 47 წლის წინ უნდა გაკეთებულიყო. ან, სულ მცირე, ამ 47-წლიანი პერიოდის განმავლობაში მაინც, მაგრამ არ გაკეთდა. წინა პრეზიდენტები არ მოიქცნენ ისე, როგორც საჭირო იყო. ეს დიდი ხნის წინ უნდა გაეკეთებინათ, მაშინ ყველაფერი ბევრად უფრო ადვილი იქნებოდა. ახლა კი მათ ძალიან სურთ შეთანხმების მიღწევა. არ მოსწონთ ის, რასაც ვაკეთებთ და ნამდვილად სურთ შეთანხმება. ვნახოთ, შევთანხმდებით თუ უბრალოდ ბოლომდე მივიყვანთ ამ საქმეს”, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ამასთან, პენსილვანიაში, თავდაცვისა და ინოვაციების სამიტზე ჩასვლისას ტრამპმა განაცხადა, რომ „ვადების დაწესება არ უყვარს“ და ირანი გააფრთხილა: „სჯობს, წესიერად მოიქცნენ“.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათის განმავლობაში, აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, ირანზე საჰაერო იერიშების ორი ტალღა განხორციელდა.

მსგავსი