დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანმა შეხვედრა მოითხოვა, რომელიც 30 ივნისს დოჰაში გაიმართება

18:27, 29.06.2026

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანმა შეხვედრა მოითხოვა. მისივე თქმით, შეხვედრა 30 ივნისს კატარის დედაქალაქში გაიმართება.

„ირანმა შეხვედრა მოითხოვა. ის ხვალ დოჰაში გაიმართება“, – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.

მანამდე ირანის მთავარმა მომლაპარაკებელმა, ქაზემ ღარიბაბადიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მიმდინარე კვირაში ტექნიკური სამუშაო ჯგუფების არანაირი შეხვედრა არ დაგეგმილა.

მსგავსი