დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანის წინააღმდეგ აშშ-ის განახლებული სამხედრო კამპანია დიდხანს არ გაგრძელდება
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ აშშ-ის განახლებული სამხედრო კამპანია დიდხანს არ გაგრძელდება. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, ტრამპმა ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ირანი ცდილობდა ისეთი რაკეტის შექმნას, რომელიც ნაღმებს ყრის, თუმცა აშშ-მა ის გაანადგურა. მისი თქმით, ირანი ასევე ცდილობდა რადარისა და სარაკეტო სისტემების აღდგენას, რომლებიც ასევე აშშ-ის დარტყმების სამიზნე გახდა.
„ჩვენ გავანადგურეთ ყველა ახალი აღჭურვილობა, რომლის შექმნასაც ისინი ჰორმუზის სრუტის გასწვრივ ცდილობდნენ, ნაწილი – თავდაცვითი, ნაწილი კი შეტევითი დანიშნულების იყო. წუხელ ძალიან მასშტაბური დარტყმა იყო და მზად ვართ, კიდევ ერთი დარტყმა ნებისმიერ დროს განვახორციელოთ, როცა მოვისურვებთ“, – განაცხადა ტრამპმა.