დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანი შეთანხმების დასადებად მზად არ არის
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანი შეთანხმების დასადებად მზად არ არის.
მისივე თქმით, ირანულ მხარეს შეთანხმების მიღწევა სურს, მაგრამ ამისთვის მზად არ არის.
„საფონდო ბირჟამ რეკორდები დაამყარა. და ეს იმ შეტაკების ფონზე, რომელიც ახლა მიმდინარეობს. მე ამას მცირე შეტაკებას ვუწოდებ. ეს არის ის მცირე შეტაკება, რომელიც ჩვენ ისლამურ რესპუბლიკა ირანთან გვაქვს. ასე იმიტომ ვუწოდებ, რომ ისინი იმდენად ძლიერ დარტყმებს იღებენ, რომ მათ შეთანხმების მიღწევა სურთ. თუმცა ვამბობ, რომ ისინი შეთანხმებისთვის მზად არ არიან, რადგან ყოველ ჯერზე, როდესაც ისინი შეთანხმებას დებენ, შემდეგ მისი შეცვლა და ყველაფრის გადახედვა სურთ. ისინი ჯერ მზად არ არიან, მაგრამ ძალიან მალე იქნებიან“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.