დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ „ინსტრუქციები დაუტოვა“ აშშ-ს, ირანს უპასუხონ უზარმაზარი სამხედრო ძალით, თუ ირანი მის მოკვლას შეძლებს

20:52, 10.07.2026

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ „ინსტრუქციები დაუტოვა“ შეერთებულ შტატებს, ირანს უპასუხონ უზარმაზარი სამხედრო ძალით, თუ ირანი მის მოკვლას შეძლებს.

„დიდი ხანია, მათ სიაში ვარ. სწორედ ამასთან გვაქვს საქმე. ერთადერთი ის არის, რომ ინსტრუქცია დავტოვე. რამე თუ მოხდება, უბრალოდ, დავბომბოთ ისეთი მასშტაბით, როგორიც აქამდე არასდროს უნახავთ“, – განუცხადა ტრამპმა „ნიუ იორკ პოსტს“.

2025 წლის თებერვალში დონალდ ტრამპმა ანალოგიურად განაცხადა, რომ ინსტრუქციები დატოვა იმ შემთხვევისთვის, თუ ირანი მას მოკლავს. „ინსტრუქციები დავტოვე. ისინი ამას თუ გააკეთებენ, განადგურდებიან, არაფერი დარჩება“, – განაცხადა ტრამპმა ისრაელის პრემიერ-მინისტრის აშშ-ში ვიზიტის დროს.

მსგავსი