დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ იმ ტელეარხებს, რომლებსაც ნეგატიური დამოკიდებულება აქვთ მის მიმართ, მაუწყებლობის ლიცენზია უნდა შეუეჩერდეთ

11:04, 24.12.2025

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ის ტელეარხები, რომლებსაც ნეგატიური დამოკიდებულება აქვთ მის მიმართ, ასევე მოძრაობა MAGA-ს და „რესპუბლიკური“ პარტიის მიმართ, მაუწყებლობის ლიცენზიის გარეშე უნდა დარჩნენ.

„ტელეარხებს და მათ ღამის შოუებს თუ თითქმის 100%-ით ნეგატიური დამოკიდებულება აქვთ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის, მოძრაობა MAGA-ს და „რესპუბლიკური“ პარტიის მიმართ, საჭიროა თუ არა, რომ მათ მაუწყებლობის ლიცენზიები ჩამოერთვას? მე ვამბობ, რომ კი!“ – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.

მსგავსი