დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ღიაა „მშვიდობის საბჭოს“ თავმჯდომარედ დარჩენისთვის მეორე ვადის შემდეგაც კი, შესაძლოა, უვადოდაც
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ღიაა „მშვიდობის საბჭოს“ თავმჯდომარედ დარჩენისთვის მეორე ვადის შემდეგაც კი, შესაძლოა უვადოდაც, თუმცა არ არის დარწმუნებული, რომ სურს ამის გაკეთება.
„მე მაქვს უფლება ვიყო, თუ მომინდება. ამას მე გადავწყვეტ“, – განაცხადა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხდა, რომ სხვები მოუწოდებენ მას ამ თანამდებობაზე დარჩენისკენ, თუმცა აღნიშნა, რომ დარწმუნებული არ არის, სურს თუ არა ეს.
ტრამპს ასევე ჰკითხეს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ „მშვიდობის საბჭოში“ შესვლის დასაფინანსებლად გაყინული რუსული აქტივების გამოყენების შესაძლებლობის შესახებ.
„ის შეუერთდება „მშვიდობის საბჭოს“ და მილიარდი დოლარის შენატანს გააკეთებს, თავისი ფულის გამოყენებით – ანუ, თუ ის თავის ფულს გამოიყენებს – ეს შესანიშნავია“, – აღნიშნა ტრამპმა.