დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ „ფლაიდუბაის“ პილოტი, რომელმაც თვითმფრინავის ჩამოგდება სცადა, შესაძლოა, ირანთან იყოს დაკავშირებული
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, „ფლაიდუბაის“ პილოტი, რომელმაც თვითმფრინავის ჩამოგდება სცადა, შესაძლოა, ირანთან იყოს დაკავშირებული.
ჟურნალისტების კითხვაზე, ჰქონდა თუ არა პილოტს კავშირი ირანთან, ტრამპმა უპასუხა, რომ ამ საკითხზე მუშაობა გრძელდება.
„ამაზე ახლა ვმუშაობთ. რასაც ვისმენ, იმის საფუძველზე ვიტყოდი, რომ პასუხი არის დიახ, თუმცა ამ საკითხზე ახლა ვმუშაობთ“,- განაცხადა ტრამპმა.
ჟურნალისტმა პრეზიდენტს დამატებით ჰკითხა, შესაძლოა თუ არა, რომ პილოტი „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს“ დაექირავებინა, ტრამპმა უპასუხა, რომ შესაძლოა, ასეც ყოფილიყო.
ცნობისთვის, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ ჯერ ადრეა იმის დასადგენად, იყო თუ არა ინციდენტში ჩართული ირანი.