დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ევროკავშირი აშშ-ისთვის ზიანის მიყენების მიზნით შეიქმნა
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ევროკავშირი აშშ-ისთვის ზიანის მიყენების მიზნით შეიქმნა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ევროკავშირი აშშ-ისთვის ზიანის მიყენების მიზნით შეიქმნა.

„ქვეყნები გაერთიანდნენ, რათა შეექმნათ ერთგვარი მონოპოლიური ვითარება – გაერთიანებული ძალა აშშ-ის წინააღმდეგ ვაჭრობაში“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

როგორც ტრამპმა აღნიშნა, ევროკავშირი ამერიკას ატყუებს ვაჭრობაში.

„ისინი არ იღებენ ჩვენს მანქანებს, არ იღებენ ჩვენს სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებს და მიუხედავად ამისა, მილიონობით მანქანას გზავნიან აშშ-ში. ასე აღარ იქნება. ეს არ არის სამართლიანი“, – აღნიშნა ამერიკის პრეზიდენტმა.