დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ე.წ. შათდაუნი სავარაუდოდ აღარ განმეორდება
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ე.წ. შათდაუნი სავარაუდოდ აღარ განმეორდება

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ე.წ. შათდაუნი სავარაუდოდ აღარ განმეორდება.

მისი თქმით, დემოკრატებთან მიღწეული შეთანხმების შემდეგ მთავრობა მუშაობას აღარ შეწყვეტს.

როგორც დონალდ ტრამპმა აღნიშნა, მოლაპარაკებების ფარგლებში დემოკრატების მიერ შეთავაზებული პირობებით უკმაყოფილოა.

თეთრი სახლის ლიდერმა პირველ ე.წ. შათდაუნზე პასუხისმგებლობა თავად აიღო, თუმცა აღნიშნა, რომ მთავრობის მუშაობის მეორედ შეჩერების შემთხვევაში, მასზე პასუხისმგებლები დემოკრატები იქნებიან.

აღნიშნული შეთანხმება ახლა კონგრესმა უნდა დაამტკიცოს,  რის შემდეგაც დოკუმენტს ხელს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი მოაწერს.

დონალდ ტრამპს მექსიკის საზღვარზე კედლის აშენებისთვის ბიუჯეტიდან დამატებით 5 მილიარდი დოლარის გამოყოფა სურს. ამას ეწინააღმდეგებიან დემოკრატები, რის გამოც ახალი ბიუჯეტი ვერ მტკიცდება.

ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას 35 დღის განმავლობაში მუშაობა ნაწილობრივ შეჩერებული ჰქონდა. ცოტა ხნის წინ კი ცნობილი გახდა, რომ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორის შეთანხმება მოხერხდა.