დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ იმედგაცრუებული იქნება, თუ ჩრდილოეთ კორეის მიერ რაკეტების გამშვები ობიექტების აღდგენა დადასტურდება
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ იმედგაცრუებული იქნება, თუ ჩრდილოეთ კორეის მიერ რაკეტების გამშვები ობიექტების აღდგენა დადასტურდება

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ის ძალიან იმედგაცრუებული იქნება ჩრდილოეთ კორეის ლიდერით, კიმ ჩენ ინით იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ ქვეყანამ რაკეტების გამშვები ობიექტების აღდგენა მართლაც დაიწყო.

სატელიტით გადაღებულ ფოტოებში, რომლებზეც სავარაუდოდ, რაკეტების გამშვები ობიექტების აღდგენა ჩანდა, მედიაში ოთხშაბათს გავრცელდა.

ისინი აშშ-ის პრეზიდენტის და ჩრდილო კორეის ლიდერის ვიეტნამში გამართული შეხვედრიდან ორ დღეში გადაიღეს.

სამიტის უშედეგოდ დასრულების მიზეზი ფხენიანის მიერ წამოყენებული მოთხოვნა გახდა, რომელიც კორეის ნახევარკუნძულის სრული ბირთვული განიარაღების სანაცვლოდ, აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების სრულად და მყისიერად გაუქმებას მოითხოვდა, რისთვისაც აშშ მზად არ არის.

 

დატოვე კომენტარი