დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ „დიდი შვიდეულის“ სამიტი შესაძლოა, თეთრ სახლში გაიმართოს
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ „დიდი შვიდეულის“ სამიტი შესაძლოა, თეთრ სახლში გაიმართოს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ „დიდი შვიდეულის“ ლიდერების სამიტი შესაძლოა, თეთრ სახლში გაიმართოს. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა მედიას მიჩიგანში გამგზავრებამდე განუცხადა.

ამასთან, აშშ-ის ლიდერმა არ გამორიცხა, რომ „დიდი შვიდეულის“ შეხვედრის ნაწილი მის ქალაქგარეთ რეზიდენციაში, კემპ-დევიდში გაიმართოს. თუმცა, როგორც ტრამპმა აღნიშნა, სამიტის დიდი ნაწილი, სავარაუდოდ, თეთრ სახლში შედგება.

„დიდი შვიდეულის“ სამიტი ივნისშია დაგეგმილი, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო მარტში თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ შვიდი ქვეყნის ლიდერების მოლაპარაკებები ვიდეოკონფერენციის რეჟიმში გაიმართებოდა. რამდენიმე დღის წინ კი აშშ-ის ლიდერმა განაცხადა, რომ ის განიხილავს „დიდი შვიდეულის“ შეხვედრის კვლავ ივნისში გამართვას.