დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ დიდი ბრიტანეთით უკმაყოფილია - „ჩვენ საქმე არ გვაქვს უინსტონ ჩერჩილთან“
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ დიდი ბრიტანეთით უკმაყოფილია - „ჩვენ საქმე არ გვაქვს უინსტონ ჩერჩილთან“

ჩვენ საქმე არ გვაქვს უინსტონ ჩერჩილთან, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის შესახებ საუბრისას განაცხადა.

გერმანიის კანცლერთან, ფრიდრიხ მერცთან თეთრ სახლში შეხვედრის დროს დონალდ ტრამპს ევროპელი მოკავშირეების შესახებ აზრი ჰკითხეს. დონალდ ტრამპმა უპასუხა, რომ „ზოგიერთი მოკავშირით კმაყოფილია, ზოგით კი – არა“.

ტრამპმა ყურადღება გაამახვილა დიდ ბრიტანეთზე და აღნიშნა, რომ ამ ქვეყნით „უკმაყოფილოა“.