დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ დემოკრატების მიერ მართულ ოთხ შტატში „კორუფცია ამერიკას ძარცვავს“ და ჯეი დი ვენსი „თაღლითობის წინააღმდეგ ომს“ ჩაუდგება სათავეში
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ დემოკრატების მიერ მართულ ოთხ შტატში „კორუფცია ამერიკას ძარცვავს“ და ჯეი დი ვენსი „თაღლითობის წინააღმდეგ ომს“ ჩაუდგება სათავეში

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი „თაღლითობის წინააღმდეგ ომს“ ჩაუდგება სათავეში.

როგორც პრეზიდენტი განმარტავს, დემოკრატების მიერ მართულ ოთხ შტატში – მინესოტაში, კალიფორნიაში, მასაჩუსეტსსა და მეინში „კორუფცია ამერიკას ძარცვავს“.

ტრამპის განცხადებით, ვიცე-პრეზიდენტს დაევალა, აღმოფხვრას თაღლითობა, რომელიც ამერიკელ გადასახადების გადამხდელებს მილიარდობით დოლარი უჯდება.

მისივე თქმით, უკვე ოთხი თვეა, მოქმედებს ვენსის მიერ მიღებული ზომები.

„თუ შევძლებთ, გამოვავლინოთ თაღლითობის შემთხვევების საკმარისი ოდენობა, ჩვენ ერთ ღამეში შევძლებთ დაბალანსებული ბიუჯეტის მიღებას“, – აღნიშნავს ტრამპი.