დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ჩიკაგოში ეროვნულ გვარდიას გაგზავნის - „მე მაქვს ვალდებულება, ახლა ჩიკაგო ჯოჯოხეთია“
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ჩიკაგოში ეროვნულ გვარდიას გაგზავნის - „მე მაქვს ვალდებულება, ახლა ჩიკაგო ჯოჯოხეთია“

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ჩიკაგოში ეროვნულ გვარდიას გაგზავნის.

ტრამპმა არ დააკონკრეტა, როდის განალაგებს ეროვნულ გვარდიას, მაგრამ აღნიშნა, რომ ჩიკაგოში შაბათ-კვირას მომხდარი სროლები „საშინელება იყო“.

„ჩვენ შევდივართ ჩიკაგოში. მე არ მითქვამს როდის, მაგრამ შევდივართ. მე მაქვს ვალდებულება. ეს არ არის პოლიტიკური საკითხი. მე მაქვს ვალდებულება. ბოლო ორ-ნახევარი კვირის განმავლობაში 20 ადამიანი დაიღუპა და 75 ადამიანს ესროლეს. ახლა ჩიკაგო ჯოჯოხეთია. ბალტიმორი ჯოჯოხეთია. ლოს ანჯელესის ზოგიერთი ნაწილი საშინელებაა“, – აღნიშნა ტრამპმა.