დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ჩარლი კირკის მკვლელობაში ეჭვმიტანილი, სავარაუდოდ, დაკავებულია და იმედს გამოთქვამს, რომ მას სიკვდილით დასჯიან
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ჩარლი კირკის მკვლელობაში ეჭვმიტანილი, სავარაუდოდ, დაკავებულია და იმედს გამოთქვამს, რომ მას სიკვდილით დასჯიან

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჩარლი კირკის მკვლელობაში ეჭვმიტანილი, სავარაუდოდ, დაკავებულია. ტრამპის თქმით, მან აღნიშნული ინფორმაცია ახლახან შეიტყო.

„დიდი ალბათობით, ის დაკავებულია“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა გამოძიების შესახებ განახლებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით შეკითხვაზე პასუხად.

ტრამპის თქმით, ინფორმაცია ხელისუფლებას ბრალდებულის „ძალიან ახლო ადამიანმა“  მიაწოდა.

„ფოქს ნიუსთან“ საუბრისას დონალდ ტრამპმა გამოთქვა იმედი, რომ ჩარლი კირკის მკვლელს სიკვდილით დასჯიან.

მოგვიანებით დონალდ ტრამპმა დააზუსტა, რომ საქმეში ჩართული იყო ეჭვმიტანილის მამაც, რომელთან ერთადაც პოლიციის განყოფილებაში სავარაუდო მკვლელი თავად მივიდა. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ჩარლი კირკის მკვლელობაში ეჭვმიტანილი 28 ან 29 წლისაა.

როგორც ტრამპმა აღნიშნა, დღის განმავლობაში მეტი დეტალი გასაჯაროვდება.