დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერს მალე შეხვდება
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერს მალე შეხვდება

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, კირ სტარმერს მალე შეხვდება. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.

როგორც ტრამპმა განმარტა, შეხვედრის შესახებ ისინი სატელეფონო საუბრისას შეთანხმდნენ.

მედიის ცნობით, შეხვედრა, სავარაუდოდ, უახლოეს კვირებში გაიმართება.

„მან შეხვედრა მთხოვა და მე დავთანხმდი. ჩვენ გვექნება მეგობრული შეხვედრა. მე უკვე ორჯერ შევხვდი მას. ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. ის ძალიან კარგი ადამიანია“,- აღნიშნა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას.