დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ-ზე განხორციელებული კიბერთავდასხმის მასშტაბი მედიამ გადაჭარბებულად გააშუქა
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ-ზე განხორციელებული კიბერთავდასხმის მასშტაბი მედიამ გადაჭარბებულად გააშუქა

აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ-ზე განხორციელებული კიბერთავდასხმის მასშტაბი მედიამ გადაჭარბებულად გააშუქა.

ამასთან, როგორც ტრამპი წერს, ეს შესაძლოა, ჩინეთის ორგანიზებული ყოფილიყო.

„კიბერთავდასხმა „ფეიკ ნიუსებში“ ბევრად მასშტაბურია, ვიდრე ეს სინამდვილეში იყო. მე საქმის დეტალებს გავეცანი და ყველაფერი კონტროლირებადი იყო. რუსეთი, რუსეთი, რუსეთი – ეს არის მთავარი შეძახილი, როდესაც რაიმე ხდება, რადგან „ლეიმსტრიმ“ მედიას, ძირითადად ფინანსური მიზეზების გამო, იმის განხილვაც კი ეშინია, რომ ეს შეიძლობოდა ჩინეთი ყოფილიყო (ეს შესაძლებელია). შესაძლოა, თავდასხმა განხორციელებულიყო ჩვენს სასაცილო ხმის მიცემის მექანიზმებზე არჩევნების დროს, რომელიც ახლა ნათელია, რომ მე მოვიგე, რაც ამ ფაქტს აშშ-სთვის კიდევ უფრო სამარცხვინო მოსყიდვად ხდის“, – წერს ტრამპი.

აშშ-ის სამთავრობო უწყებებზე, კერძო კომპანიებსა და სტრატეგიულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე რუსმა ჰაკერებმა მასშტაბური კიბერთავდასხმა განახორციელეს.

კიბერთავდასხმის სამიზნე გახდა აშშ-ის სახაზინო და ვაჭრობის დეპარტამენტიც.

დატოვე კომენტარი