დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ თეირანთან პროდუქტიულ მოლაპარაკებებს აწარმოებს და კონგრესის შუალედურ არჩევნებამდე ირანს თავს არ დაესხმება

20:36, 08.10.2026

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ირანთან პროდუქტიულ მოლაპარაკებებს აწარმოებს და ნოემბერში აშშ-ის კონგრესის შუალედურ არჩევნებამდე ქვეყანაზე თავდასხმას არ განახორციელებს.

„ჩვენ პროდუქტიული მოლაპარაკებები გვაქვს ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან“- წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.

მისივე თქმით, აშშ-ს მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში რჩება და ნავთობი ჰორმუზის სრუტით მიედინება.

„ჩვენ ირანს 3 ნოემბერს შეერთებულ შტატებში დაგეგმილ შუალედურ არჩევნებამდე არ დავესხმებით თავს“- აღნიშნავს აშშ-ის პრეზიდენტი.

მსგავსი