დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ „დიდი ოცეულის“ სამიტზე ვლადიმერ პუტინის მიწვევა „ძალიან სასარგებლო იქნებოდა“
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების თანახმად, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ რუსეთს ელოდებიან G20-ის ფორმატში მონაწილეობის მისაღებად, რადგან აშშ წარმატებული და პროდუქტიული სამიტის ჩატარებაზეა ორიენტირებული.
„ამ დროისთვის ოფიციალური მოწვევები არ გაცემულა, თუმცა რუსეთი G20-ის წევრია და მიწვეული იქნება მინისტრთა შეხვედრებსა და ლიდერების სამიტში მონაწილეობის მისაღებად“, – განაცხადა ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა ანონიმურობის პირობით.
23 აპრილს, ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებთან საუბრისას ტრამპმა თქვა, რომ პუტინის მიწვევის შესახებ კონკრეტული ინფორმაცია არ ჰქონდა, თუმცა აღნიშნა, რომ ამის წინააღმდეგი არ იქნებოდა: „ის თუ ჩამოვა, ეს ალბათ ძალიან სასარგებლო იქნება“.
ცნობისთვის, G20-ის ლიდერების სამიტი 2026 წლის დეკემბერში მაიამიში, დონალდ ტრამპის გოლფის კურორტზეა დაგეგმილი.