დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ-სა და ნატო-ს შეთანხმებით კმაყოფილია
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ-სა და ნატო-ს შეთანხმებით კმაყოფილია

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აშშ-სა და ნატო-ს შორის უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შესახებ მიღწეული შეთანხმებით კმაყოფილია. ამის შესახებ ტრამპმა ვაშინგტონში, ხელოვნური ინტელექტის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

კერძოდ, საუბარია შეთანხმებაზე, რომლის თანახმადაც, ნატო-ს წევრი ევროპელი მოკავშირეები აშშ-ისგან შეიძენენ იარაღს და უკრაინას გაუგზავნიან.

„ისინი შეერთებულ შტატებს გადაუხდიან სამხედრო აღჭურვილობის ღირებულების 100%-ს და მისი დიდი ნაწილი უკრაინაში წავა“, – განაცხადა ტრამპმა.