დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ-სა და ევროკავშირს შორის ტარიფებთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევამდე, სავარაუდოდ, ორი დღე რჩება
აშშ-სა და ევროკავშირს შორის ტარიფებთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევამდე, სავარაუდოდ, ორი დღე რჩება.
ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
„ევროკავშირი გველაპარაკებოდა ჩვენ, ურსულა ფონ დერ ლაიენი და მთელი ჯგუფი და ისინი ძალიან კეთილგანწყობილი იყვნენ. ისინი ცოტა ხნის წინ ძალიან ცუდად გვექცეოდნენ და ახლა ძალიან კარგად გვექცევიან. ისინი ძალიან ცუდად გვექცეოდნენ. მათთან ურთიერთობა ყველაზე რთული იყო. სინამდვილეში, ისინი ბევრად უარესები იყვნენ, ვიდრე ჩინეთი. შეხედეთ, რას უკეთებენ ჩვენს კომპანიებს. ისინი უჩივიან Apple-ს, უჩივიან Google-ს, 17 მილიარდი მიიღეს Apple-ისგან სარჩელით. მათ ჰყავთ მოსამართლეები, რომლებიც ევროკავშირის მოსამართლეები არიან და გადაწყვიტეს, რომ ისინი ჩვენს ქვეყანას ამდენ ფულს წაართმევენ, ისინი ძალიან მკაცრები არიან. მაგრამ ახლა ძალიან კეთილები არიან ჩვენ მიმართ და ვნახოთ, რა მოხდება. ჩვენ ალბათ ორი დღე გვაშორებს მათთვის წერილის გაგზავნამდე. ჩვენ ვესაუბრებით მათ. უბრალოდ მინდა, იცოდეთ, რომ წერილი ნიშნავს შეთანხმებას“, – აღნიშნა ტრამპმა.