დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ-სა და ევროკავშირს სავაჭრო შეთანხმების მისაღწევად „კარგი შანსი“ აქვთ
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ-სა და ევროკავშირს სავაჭრო შეთანხმების მისაღწევად „კარგი შანსი“ აქვთ. ამის შესახებ ამერიკის პრეზიდენტმა შოტლანდიაში, ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურსულა ფონდერ ლაიენთან შეხვედრისას განაცხადა.
მხარეებს მოლაპარაკებების დასასრულებლად ვადა პარასკევამდე აქვთ, წინააღმდეგ შემთხვევაში პირველი აგვისტოდან ევროპული ქვეყნებიდან იმპორტირებული საქონელი 30%-იანი ტარიფებით დაიბეგრება.
დონალდ ტრამპმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ შეთანხმების მიღწევის შანსი 50/50-ზეა:
„მე რეალურად კარგად განწყობილი არ ვარ, მაგრამ გეტყვით, ვფიქრობ, შანსები არის, ვფიქრობ, ურსულაც იტყვის, ალბათ შეთანხმების მიღწევის საკითხი 50/50-ზეა. მინდა, შეთანხმებას მივაღწიოთ. ვფიქრობ, ორივესთვის კარგია, მაგრამ ვიტყოდი, რომ ეს 50/50-ზეა“, – აღნიშნა ტრამპმა.
თავის მხრივ, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი დაეთანხმა ამ შეფასებას.
„ვფიქრობ, პრეზიდენტი მართალია. ჩვენ გვაქვს 50%-იანი შანსი შეთანხმების მისაღწევად. მართლაც, საქმე ბალანსის აღდგენაშია. შეგიძლიათ, უწოდოთ სამართლიანობა, შეგიძლიათ, უწოდოთ ბალანსის აღდგენა. ჩვენ გვაქვს ღია ბალანსი. შეერთებულ შტატებს აქვს დეფიციტი და ჩვენ უნდა აღვადგინოთ ბალანსი“, – აცხადებს ფონ დერ ლაიენი.