დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა შესაძლოა, საპრეზიდენტო არჩევნებამდე ჰქონდეს
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა შესაძლოა, საპრეზიდენტო არჩევნებამდე ჰქონდეს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა შესაძლოა, 3 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ჰქონდეს.

„გერალდო რივერას“ რადიოს პროგრამაში შეკითხვას, თუ როდის იქნება ვაქცინა მზად, აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა: „შესაძლოა უფრო ადრე, ვიდრე წლის ბოლოს“.

ამასთან, კიდევ ერთი კითხვის პასუხად, ხომ არ იქნება ვაქცინა არჩევნებამდე, ტრამპმა აღნიშნა, რომ ეს შესაძლებელია.

„ჩვენ დიდებული კომპანიები გვაქვს, ყველაზე დიდებული მთელს მსოფლიოში“, -განაცხადა ტრამპმა.

აშშ-ის მთავარი ეპიდემიოლოგი, ენტონი ფაუჩი ვარაუდობს, რომ კორონავირუსული ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინა სავარაუდოდ მიმდინარე წლის ბოლოს ან 2021 წლის დასაწყისში იქნება მზად.