დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ-ის უზენაეს სასამართლოში რუთ გინსბურგის შემცვლელად ქალ კანდიდატს წარადგენს
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ-ის უზენაეს სასამართლოში რუთ გინსბურგის შემცვლელად ქალ კანდიდატს წარადგენს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-ის უზენაეს სასამართლოში რუთ გინსბურგის შემცვლელად ქალ კანდიდატს წარადგენს.

„მომავალ კვირას კანდიდატს წარვადგენ. ის ძლიან ნიჭიერი და ბრწყინვალე ქალი იქნება. ვფიქრობ, ქალი უნდა იყოს, რადგან მე ქალები უფრო მომწონს, ვიდრე მამაკაცები“, – აღნიშნავს ტრამპი.

„ბიბისის“ ინფორმაციით, ეს განაცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა ჩრდილოეთ კაროლის შტატის ქალაქ ფაიეტვილში გააკეთა. კონგრესის სენატი ქვეყნის პრეზიდენტის კანდიდატურას თუ მხარს დაუჭერს, პრეზიდენტობის ერთ ვადაში ის უზენაეს სასამართლოში დონალდ ტრამპის მიერ წარდგენილი მესამე მოსამართლე იქნება.

აშშ-ის უზენაეს სასამართლოში მოსამართლეებს უვადოდ ირჩევენ. ახალი მოსამართლის არჩევის აუცილებლობა რუთ გინსბურგის გარდაცვალების შემდეგ დადგა. აშშ-ის პრეზიდნეტი მიიჩნევს, რომ კანდიდატის წარდგენა დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს. დემოკრატი პრეზიდენტობის კანდიდატი, ჯო ბაიდენი კი ამტკიცებს, რომ ახალი მოსამართლე საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ უნდა დაინიშნოს.

„ბიბისის“ ინფორმაციით, სავარაუდო კანდიდატები არიან: ბარბარა ლაგოა – კუბური წარმოშობის ამერიკელი, რომელიც ატლანტას მე-11 საოლქო სააპელაციო სასამართლოში მუშაობს. ემი კონი ბარეტი – ჩიკაგოს მე-7 საოლქო სააპელაციო სასამართლოს წევრი, რომელიც რელიგიური კონსერვატორების ფავორიტია და აბორტის საწინააღმდეგო მოსაზრებებითაა ცნობილი. ქით კომერფორდ ტოდი – თეთრი სახლის მრჩევლის მოადგილე.