დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ-ის მთავრობა ფარმაცევტული კომპანია „მოდერნასგან“ ექსპერიმენტული ვაქცინის 100 მილიონ დოზას შეიძენს
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ-ის მთავრობა ფარმაცევტული კომპანია „მოდერნასგან“ ექსპერიმენტული ვაქცინის 100 მილიონ დოზას შეიძენს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ-ის მთავრობა ფარმაცევტული კომპანია „მოდერნასგან“ ექსპერიმენტული ვაქცინის 100 მილიონ დოზას შეიძენს. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ამჟამად კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ადამიანებზე გამოცდის ბოლო ეტაპი მიმდინარეობს. მასაჩუსეტსში დაფუძნებულ კომპანიაში განაცხადეს, რომ კვლევებთან დაკავშირებით საბოლოო შედეგებს ოქტომბერში ელოდებიან.

„ჩვენ ინვესტიციას ვდებთ ექვსი პოტენციური ვაქცინის განვითარებასა და წარმოებაში, რათა უზრუნველყოთ სწრაფი მიწოდება. სამხედროები მზად არიან, მიაწოდონ ამერიკელებს ვაქცინა, როგორც კი მას სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაცია სრულად დაამტკიცებს და ჩვენ ამ დამტკიცებასთან ახლოს ვართ“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

კომპანია „მოდერნასთან“ გაფორმებული შეთანხმების გარდა, აშშ-ის მთავრობას კორონავირუსის ვაქცინის შესახებ შეთანხმებები გაფორმებული აქვს სხვა ფარმაცევტულ კომპანიებთან, როგორიცაა „პფაიზერი“, „ჯონსონო ენდ ჯონსონი“ და სხვები.

დატოვე კომენტარი