დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ ირანს მკაცრად უპასუხებს იორდანიაში ამერიკულ სამხედრო კონტინგენტზე თავდასხმის გამო

00:39, 30.07.2026

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ირანს მკაცრად უპასუხებს იორდანიაში ამერიკული სამხედრო კონტინგენტის წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმის გამო.

ჟურნალისტმა ტრამპს ეგვიპტის სანაპიროსთან ტანკერზე თავდასხმის შესახებ ჰკითხა, არსებობს თუ არა ინფორმაცია, რომ მომხდართან კავშირი ირანულ მხარეს აქვს.

როგორც ტრამპმა კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, ამ საკითხზე ინფორმაცია უკვე მიაწოდეს, დეტალები კი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

„ჩვენ ძალიან მკაცრად დავარტყამთ მათ, რადგან ახლა ჩვენი ჯერია, რომ დავარტყათ“, – აღნიშნა  ტრამპმა.

მისივე თქმით, ირანული მხარე აშშ-ის თხოვნით მიმართავს, არ განახორციელოს თავდასხმა.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ჯერჯერობით გაურკვეველია, მიაღწევენ თუ არა შეთანხმებას ირანთან.

მსგავსი