დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ ერაყში სამხედრო კონტინგენტს 2 000 ჯარისკაცამდე, ავღანეთში კი 4 000 ჯარისკაცამდე შეამცირებს
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ ერაყში სამხედრო კონტინგენტს 2 000 ჯარისკაცამდე, ავღანეთში კი 4 000 ჯარისკაცამდე შეამცირებს

აშშ ერაყში სამხედრო კონტინგენტს 2 000 ჯარისკაცამდე, ავღანეთში კი 4 000 ჯარისკაცამდე შეამცირებს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ტრამპის თქმით, ორივე ქვეყნიდან სამხედროების გამოყვანა უმოკლეს პერიოდში მოხდება. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ ერაყში 3 500 ჯარისკაცს დატოვებდა. ამჟამად ერაყში 5 200 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე იმყოფება.

აშშ-ის პრეზიდენტმა სირიაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ სირიის დიდ ნაწილში ამერიკელი ჯარისკაცები არ იმყოფებიან და მცირე კონტიგენტი მხოლოდ ნავთობის საბადოებს იცავს.

2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის დროს დონალდ ტრამპმა პირობა დადო, რომ „დაუსრულებელ ომებს“ დაასრულებდა.