დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ არცერთმა რესპუბლიკელმა მხარი არ უნდა დაუჭიროს „ამერიკის ხმის“ გადარჩენას

00:57, 26.06.2025

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ არცერთმა რესპუბლიკელმა მხარი არ უნდა დაუჭიროს „ამერიკის ხმის“ გადარჩენას.

„რატომ უნდა სურდეს რესპუბლიკელს, რომ დემოკრატების რუპორმა – „ამერიკის ხმამ“ – გააგრძელოს მუშაობა? ეს სრული, მემარცხენე კატასტროფაა – არცერთმა რესპუბლიკელმა მის გადარჩენას ხმა არ უნდა მისცეს. მოკალით ის!“, – წერს დონალდ ტრამპი.

მსგავსი