დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ არ არის იმედგაცრუებული იმ ფაქტით, რომ ვლადიმერ პუტინი თურქეთში მოლაპარაკებებზე არ ჩავიდა
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ არ არის იმედგაცრუებული იმ ფაქტით, რომ ვლადიმერ პუტინი თურქეთში მოლაპარაკებებზე არ ჩავიდა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, არ არის იმედგაცრუებული იმ ფაქტით, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი თურქეთში მოლაპარაკებებზე არ ჩავიდა.

ტრამპი ამბობს, რომ მას ეს მოლოდინი არც ჰქონდა.

„არა, არ მეგონა. მე სინამდვილეში ვთქვი: „რატომ წავა, თუ მე არ მივდივარ?“ იმიტომ, რომ არ ვაპირებდი წასვლას, არ ვგეგმავდი. წავიდოდი, მაგრამ არ ვგეგმავდი წასვლას. მე ვთქვი: „არ მგონია, წავიდეს, თუ მე არ წავალ“ და ეს სწორი აღმოჩნდა. არ მეგონა, რომ პუტინის წასვლა შესაძლებელი იქნებოდა, მე თუ იქ არ ვიქნებოდი“, – აღნიშნა ტრამპმა.