დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დასრულების შემდეგ, იმ ქვეყნებს, რომლებმაც აშშ-ს დახმარება არ გაუწიეს, ვაშინგტონისთვის ზარალის ანაზღაურება მოუწევთ
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ როდესაც ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტი დასრულდება, იმ ქვეყნებს, რომლებმაც შეერთებულ შტატებს დახმარება არ გაუწიეს, ვაშინგტონისთვის ზარალის ანაზღაურება მოუწევთ. მისივე თქმით, თაობების განმავლობაში აშშ უფრო მეტს აკეთებდა სხვებისთვის, ვიდრე საკუთარი თავისთვის.
„ნავთობი ჰორმუზის სრუტეში მიედინება. მსოფლიოს ქვეყნებმა, რომლებიც არანაირად არ დაგვეხმარნენ, ამ თაღლითური კონფლიქტის დასრულების შემდეგ ამერიკის შეერთებულ შტატებს უნდა აუნაზღაურონ ზარალი და ამას გააკეთებენ კიდეც. ჩვენ გაცილებით მეტს ვაკეთებთ სხვებისთვის, ვიდრე საკუთარი თავისთვის და ამას თაობების განმავლობაში ვაკეთებდით“, – წერს ის.
იქამდე კი აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ირანს ოფიციალურ ვაშინგტონთან შეთანხმების მიღწევა სურს.
მისივე თქმით, აშშ აღნიშნული იდეის მიმართ ღიაა და მასში ჩართვას არ გამორიცხავს.
აშშ-ის პრეზიდენტმა მანამდე განაცხადა, რომ მსოფლიოში დიზელის საწვავზე ფასების ზრდა ძირითადად რუსეთ-უკრაინის ომმა გამოიწვია და არა – ირანის.