დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აგიტაციის დაფინანსების გამო „სოროსის ფონდის“ საქმიანობას გამოიძიებს
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აგიტაციის დაფინანსების გამო „სოროსის ფონდის“ საქმიანობას გამოიძიებს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ „სოროსის ფონდის“ საქმიანობას აგიტაციის დაფინანსების გამო გამოიძიებს. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა „ფოქს ნიუსის“ ეთერში განაცხადა.

ტრამპის თქმით, მომიტინგეებს ფულს უხდის სოროსი და გაიხსენა ვაშინგტონში ამ კვირაში მომხდარი შემთხვევა, როდესაც მას მშვიდობიანად დაუპირისპირდნენ აქტივისტები.

როგორც ტრამპმა აღნიშნა, გამოკვლეული იქნება სოროსის საკითხი, რადგან მის და სხვა მრავალი ადამიანის წინააღმდეგ არსებობს „კორუმპირებულებისა და რეკეტიორების გავლენის ქვეშ მყოფი ორგანიზაციების“ კანონის ქვემდებარე საქმეები.

„ეს პროტესტზე მეტია. ეს რეალური აგიტაციაა“, – აღნიშნა ტრამპმა ინტერვიუს დროს.

ტრამპის განცხადება სოროსის შესახებ უკავშირდებოდა ვაშინგტონში რამდენიმე დღის წინ მომხდარ ინციდენტს, როდესაც ერთ-ერთ რესტორანში ყოფნისას ტრამპს აქტივისტები დახვდნენ შეძახილებით: „ჩვენი დროის ჰიტლერი“.