დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ СNN-ის უფროსი თანამდებობიდან უნდა გათავისუფლდეს
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ СNN-ის უფროსი თანამდებობიდან უნდა გათავისუფლდეს

ტრამპმა СNN-ის უფროსის გათავისუფლება მოითხოვა. ამის შესახებ განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა მიკრობლოგ Twitter-ში გააკეთა. მისი თქმით, ტელეკომპანიის მფლობელმა კომპანიამ ჯეფ ზაკერი უნდა გაათავისუფლოს, რადგან CNN მის მიმართ უკიდურესად მიკერძოებულია და ამის გამო მედიასაშუალება „ვერ ფუნქციონირებს“.

„პატარა ჯეფ ზაკერმა საშინელი სამუშაო შეასრულა, მისი რეიტინგები უვარგისია და AT&T- მ ის თანამდებობიდან უნდა გაათავისუფლოს“ – წერს აშშ-ის პრეზიდენტი.
აღსანიშნავია, რომ CNN-ის ხელმძღვანელი ამჟამად ბიულეტენზე იმყოფება. მან რამდენიმე კვირის წინ გულის შეტევა გადაიტანა.

კიდევ ერთ გზავნილში ტრამპი NBC-ს აკრიტიკებს. მისი თქმით, ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელს გადაყენება რომ ემუქრება, ძალიან კარგი ახალი ამბავია.
მანამდე, დონალდ ტრამპმა ასევე მკაცრად გაკიცხა Washington Post-ი, რომელსაც კომპანია Amazon-ი ფლობს.

დატოვე კომენტარი