დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ უკრაინელ ლტოლვილებს უფლება მიეცემათ, აშშ-ში ომის დასრულებამდე დარჩნენ
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ უკრაინელ ლტოლვილებს უფლება მიეცემათ, აშშ-ში ომის დასრულებამდე დარჩნენ.
აღნიშნულის შესახებ ტრამპმა მედიის წარმომადგენლის მიერ დასმულ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.
კერძოდ, ჟურნალისტმა ტრამპს ჰკითხა, მისცემს თუ არა ნებართვას უკრაინელებს, დარჩნენ აშშ-ში ომის დასრულებამდე.
„ვფიქრობ, დიახ. ჩვენთან ძალიან ბევრი ხალხი ჩამოვიდა უკრაინიდან და ჩვენ მათთან ვმუშაობთ“, – განაცხადა ტრამპმა.
აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ ტრამპის ადმინისტრაციის შიდა უსაფრთხოების უწყებამ შეაჩერა რიგი პროგრამები, რომლებიც მიგრანტებს აშშ-ში დროებით ცხოვრების შესაძლებლობას აძლევდა. მათ შორის აღმოჩნდა ინიციატივაც, რომელიც უკრაინელებს ქვეყანაში შესვლის უფლებას უზრუნველყოფდა.