დონალდ ტრამპი აბორტის საწინააღმდეგო აქციაზე სიტყვით გამოვიდა
დონალდ ტრამპი აბორტის საწინააღმდეგო აქციაზე სიტყვით გამოვიდა

დონალდ ტრამპი აბორტის საწინააღმდეგო აქციაზე სიტყვით გამოვიდა. ტრამპი აშშ-ის პირველი პრეზიდენტია, ვინც მსგავს მანიფესტაციაში მიიღო მონაწილეობა. მან კაპიტოლიუმის შენობასთან შეკრებილ ათასობით აქტივისტს მიმართა.

„ჩვენ აქ ერთი მარტივი მიზნით შევიკრიბეთ, რომ დავიცვათ ყველა უკვე დაბადებული ბავშვის უფლება და მათი, ვინც არ დაიბადა, რათა მათ შეძლონ ღვთის მიერ ნაჩუქარი პოტენციალის რეალიზაცია“, – განაცხადა ტრამპმა.

„მარში სიცოცხლისთვის“ აშშ-ში 1973 წლიდან ყოველ წელს იმართება. ამ დრომდე აშშ-ის არც ერთ პრეზიდენტს აქციაში მონაწილეობა არ მიუღია. თუმცა, ჯორჯ ბუშ უმცროსმა და რონალდ რეიგანმა მარშის მონაწილეებს ვიდეოხიდის მეშვეობით მიმართეს.