დონალდ ტრამპი 25%-იან ტარიფებს აწესებს იმ მანქანებზე, რომლებიც აშშ-ში არ არის დამზადებული
დონალდ ტრამპი 25%-იან ტარიფებს აწესებს იმ მანქანებზე, რომლებიც აშშ-ში არ არის დამზადებული

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ახალ, 25%-იან ტარიფებს აწესებს იმ მანქანებზე, რომლებიც აშშ-ში არაა დამზადებული. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა და განკარგულებას ხელი მოაწერა.

ტრამპის თქმით, ახალი ტარიფები ძალაში 2 აპრილიდან შევა.

აშშ-ის პრეზიდენტმა დააკონკრეტა, რომ ტარიფები შეეხება იმ ავტომობილებსაც, რომლის ნაწილებიც ამერიკაშია დამზადებული, თუმცა აწყობილია სხვა ქვეყანაში.