დონალდ ტრამპი - 19 მაისს პუტინთან სატელეფონო საუბარს გავმართავ, ამის შედმეგ დაველაპარაკები ზელენსკის, იმედია, იქნება პროდუქტიული დღე და ეს ომი დასრულდება
დონალდ ტრამპი - 19 მაისს პუტინთან სატელეფონო საუბარს გავმართავ, ამის შედმეგ დაველაპარაკები ზელენსკის, იმედია, იქნება პროდუქტიული დღე და ეს ომი დასრულდება

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 19 მაისს გეგმავს რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრის გამართვას.

ამის შესახებ დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი თქმით, რუსეთის ლიდერთან საუბრის შემდეგ ის უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის დაელაპარაკება.

„ორშაბათს, 19 მაისს, დილის 10:00 საათზე სატელეფონო საუბარს გავმართავ რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან. საუბრის თემა იქნება სისხლისღვრის შეჩერება, რომელიც კვირაში საშუალოდ 5000-ზე მეტ რუს და უკრაინელ ჯარისკაცს კლავს. ასევე საუბრის თემა იქნება ვაჭრობა. ამის შემდეგ დაველაპარაკები უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის. შემდეგ კი პრეზიდენტ ზელენსკისთან ერთად ნატო-ს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებს. იმედია, ეს იქნება პროდუქტიული დღე, ცეცხლი შეწყდება და ეს ძალიან სასტიკი ომი, ომი, რომელიც არასდროს უნდა მომხდარიყო, დასრულდება“, – დაწერა დონალდ ტრამპმა.