„დონ ბალონი“ - „ჩელსი“ კრიშტიანო რონალდოში 120 მილიონ ევროს იხდის
„დონ ბალონი“ - „ჩელსი“ კრიშტიანო რონალდოში 120 მილიონ ევროს იხდის

ტურინის „იუვენტუსის“ ფორვარდი კრიშტიანო რონალდო შესაძლოა ინგლისის ჩემპიონატში დაბრუნდეს. ჟურნალ „დონ ბალონის“ ინფორმაციით, პორტუგალიელის შეძენით „ჩელსი“ არის დაინტერესებული.

ლონდონური კლუბი მზადაა, 35 წლის ფორვარდის სანაცვლოდ 120 მილიონი ევრო გადაიხადოს. აღნიშნავენ, რომ ტრანსფერს შეიძლება ხელი შეუწყოს კარგმა ურთიერთობამ „ჩელსის” მფლობელ რომან აბრამოვიჩსა და რონალდოს აგენტ ჟორჟე მენდეშს შორის.

პორტუგალიელი 2003-09 წლებში თამაშობდა ინგლისში – „მანჩესტერ იუნაიტედის“ შემადგენლობაში, რომელთან ერთადაც სამჯერ მოიგო ქვეყნის ჩემპიონატი და ერთხელ ჩემპიონთა ლიგა.