Don Balon - ალვარო მორატა ისკოსთვის ლონდონში სახლს ეძებს
Don Balon - ალვარო მორატა ისკოსთვის ლონდონში სახლს ეძებს

ნახევარმცველ ისკოს მადრიდის “რეალიდან” სავარაუდო წასვლის საკითხში ახალი დეტალები გაჩნდა.

როგორც Don Balon-სთვის გახდა ცნობილი, “ჩელსის” ფორვარდმა ალვარო მორატამ ლონდონში ახალი საცხოვრებლის ძებნა დაიწყო. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მორატა ამას ისკოს დავალებით აკეთებს, რადგან “ჩელსი” ფეხბურთელის ხელში ჩაგდებაზე ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტია.

თებერვლის დასაწყისში გაჩნდა ინფორმაცია ისკოს კონფლიქტზე “რეალის” ხელმძღვანელობასთან. ფეხბურთელი უკმაყოფილო იყო რამდენიმე თანაგუნდელის საქციელით და ზინედინ ზიდანის კეთილგანწყობით გუნდის ლიდერების მიმართ, მათი ცუდი ფორმის მიუხედავად.

27 თებერვალს, “ესპანიოლთან” წაგების შემდეგ, ჟურნალისტებმა გამოაცხადეს, რომ ისკომ გასახდელში სერხიო რამოსთან იჩხუბა.

მორატა “რეალიდან” “ჩელსიში” 2017 წლის ზაფხულში გადავიდა.