კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა დომინიკის რესპუბლიკაში. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ინფიცირებული ტურისტია, რომელიც იტალიაში იმყოფებოდა. პაციენტი 62 წლისაა. ის სამხედრო ჰოსპიტალში იზოლირებულ პალატაშია მოთავსებული.
დაკვირვების ქვეშ იმყოფება კიდევ ერთი ადამიანი. ის საფრანგეთიდან არის და ვირუსის ნიშნები აქვს. ვირუსის საფრთხის გამო, დომინიკის რესპუბლიკამ იტალიასთან ფრენა 30 დღით შეაჩერა.