დომინიკის რესპუბლიკაში ძლიერი აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 10 ადამიანი დაიღუპა, 37 კი დაშავდა

23:52, 15.08.2023

დომინიკის რესპუბლიკაში ძლიერი აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 10 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი” ავრცელებს.

დომინიკის რესპუბლიკაში, ქალაქ სან-კრისტობალში მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა, სულ მცირე, 10 ადამიანი, დაშავდა, სულ მცირე, 37, ხოლო 11 ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა.

სამაშველო სამუშაოებში დაახლოებით 2 000-ზე მეტი მაშველია ჩართული.

როგორც მედია წერს, დაშავებულები სხვადასხვა საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. აფეთქების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

მსგავსი