დომინიკის მახლობლად თვითმფრინავის კატასტროფის შემდეგ, საფრანგეთის მოქალაქეებს ეძებენ
დომინიკის მახლობლად თვითმფრინავის კატასტროფის შემდეგ, საფრანგეთის მოქალაქეებს ეძებენ

დომინიკის მახლობლად თვითმფრინავის კატასტროფის შემდეგ, საფრანგეთის მოქალაქეებს ეძებენ. ამის შესახებ ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, მცირე ზომის თვითმფრინავი, დომინიკას შარლ დუგლასის აეროპორტიდან აფრენიდან მოკლე დროში ზღვაში ჩავარდა. გვადალუპეს პრეფექტურის ინფორმაციით, თვითმფრინავში ოთხი ადამიანი იმყოფებოდა, რომელთაგან ერთ-ერთი 16 წლისაა. ორი მათგანი ეკიპაჟის წევრია, ორი კი მგზავრი.

ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.

დატოვე კომენტარი