დომინიკ რააბმა და ენტონი ბლინკენმა სატელეფონო საუბრისას ავღანეთის საკითხი განიხილეს
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დომინიკ რააბმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა სატელეფონო საუბარი გამართეს, რომლის დროსაც ავღანეთში არსებული მდგომარეობა განიხილეს.
„ჩემ კოლეგა ბლინკენთან ავღანეთში შექმნილი ვითარება განვიხილე. ჩვენ ვთანამშრომლობთ ჩვენი მოქალაქეებისა და ავღანელების ევაკუაციაზე. ასევე ვქმნით საერთაშორისო სტრატეგიას ტერორიზმთან ბრძოლის, ჰუმანიტარული დახმარების გაწევისა და რეგიონული სტაბილურობის უზრუნველსაყოფად“, – დაწერა რააბმა „ტვიტერზე“.
This evening I spoke again to my US 🇺🇸 counterpart @SecBlinken on the evolving situation in Afghanistan. We’re partnering on evacuating our nationals and Afghan workers, and to forge an international strategy on counter terror, humanitarian relief and regional stability.
— Dominic Raab (@DominicRaab) August 21, 2021