დომინიკ რააბის თქმით, ევროკავშირმა ბრიტანული მხარე დაარწმუნა, რომ ვაქცინების მიწოდებას არ შეაფერხებს

23:53, 30.01.2021

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, დომინიკ რააბის თქმით, ევროკავშირმა დაარწმუნა ბრიტანული მხარე, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების მიწოდებას არ შეაფერხებს. როგორც დომინიკ რააბმა განაცხადა, მას ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან, ვალდოს დომბროვსკისთან კონსტრუქციული საუბარი ჰქონდა.

„დამარწმუნეს, რომ ევროკავშირს არ აქვს სურვილი, დაბლოკოს მიმწოდებლების მიერ დიდ ბრიტანეთში ვაქცინების დისტრიბუციის კონტრაქტების შესრულება. მსოფლიო გვაკვირდება და მხოლოდ საერთაშორისო თანამშრომლობითაა შესაძლებელი პანდემიის დამარცხება“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

დომინიკ რააბსა და ვალდის დომბროვსკის შორის მოლაპარაკებები მას შემდეგ შედგა, რაც ევროკავშირმა „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინების ექსპორტზე კონტროლის დაწესების შესახებ განაცხადა.

მსგავსი