დომენიკ რააბი დიდი ბრიტანეთის საჰაერო სივრცეში ბელარუსის სახელმწიფო ავიაკომპანიის ოპერირების შეჩერებას გეგმავს
დომენიკ რააბი დიდი ბრიტანეთის საჰაერო სივრცეში ბელარუსის სახელმწიფო ავიაკომპანიის ოპერირების შეჩერებას გეგმავს

დომენიკ რააბი დიდი ბრიტანეთის საჰაერო სივრცეში ბელარუსის სახელმწიფო ავიაკომპანიის ოპერირების შეჩერებას გეგმავს. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დომენიკ რააბმა, ბრიტანეთის პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ მზადდება ბრძანება, რომლითაც ბელარუსის სახელმწიფო ავიაკომპანია „ბელავიას“ დიდ ბრიტანეთში ოპერირება შეუჩერდება.

გარდა ამისა, მინისტრის თქმით, დიდი ბრიტანეთის ავიახაზებს ბელარუსის საჰაერო სივრცეში ფრენების შეჩერების შესახებ ეცნობათ.

დომენიკ რააბის განაცხადებით, „რაინეარის“ თვითმფრინავის მინსკის აეროპორტში იძულებით დასმის გამო, რასაც დასავლეთის ქვეყნებმა „სახელმწიფო მეკობრეობა“ უწოდეს, პრეზიდენტ ლუკაშენკოს პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს.

დატოვე კომენტარი