დოლიძის ქუჩაზე 11 წლის მოზარდი სახლის სახურავიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა

21:22, 17.06.2019

თბილისში, დოლიძის ქუჩაზე 11 წლის მოზარდი სახლის სახურავიდან გადმოვარდა.

გოგონა ადგილზე გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, ბავშვები სახლის სახურავზე თამაშობდნენ, რა დროსაც ერთ-ერთი მათგანი გადმოვარდა.

როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

მსგავსი