„დოიჩე ველე“ წერს, რომ ევროკავშირმა შესაძლოა, საჭიროების შემთხვევაში პრეპარატი „რემდესივირი“ „გილეადის“ ნებართვის გარეშეც აწარმოოს

19:49, 10.07.2020

ევროკავშირმა შესაძლოა, საჭიროების შემთხვევაში პრეპარატი „რემდესივირი“ მისი მწარმოებელი კომპანიის, „გილეადის“ ნებართვის გარეშეც აწარმოოს. ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, პიტერ ლიზემ „დოიჩე ველეს“ განუცხადა.

ევროპარლამენტარის თქმით, ევროკავშირმა შესაძლოა, „კოვიდ-19“-ის სამკურნალოდ ლიცენზირებული პრეპარატი სავალდებულო ლიცენზირების კანონის გათვალისწინებით აწარმოოს. პიტერ ლიზეს თქმით, ეს კანონი საგანგებო სიტუაციებში მოქმედებს და ევროპაში ამ მხრივ ახლა საგანგებო სიტუაციაა.

„დოიჩე ველე“ წერს, რომ ევროპარლამენტარის კომენტარი აშშ-ის მიერ „რემდესივირს“ არსებული მარაგების 92 პროცენტის შესყიდვას უკავშირდება.

ევროკავშირის ქრისტიან-დემოკრატმა დეპუტატმა „დოიჩე ველეს“ განუცხადა, რომ მისი აზრით, ევროპა მზად იქნება, მსოფლიოს სამომავლოდ ნებისმიერი ვაქცინა ან სამკურნალო პრეპარატი გაუზიაროს.

მსგავსი