„დოიჩე ველე“ - ვაშინგტონში აშშ-ის ეროვნულმა გვარდიამ იარაღის ტარება დაიწყო
ვაშინგტონში აშშ-ის ეროვნულმა გვარდიამ იარაღის ტარება დაიწყო. აღნიშნულის შესახებ „დოიჩე ველე“ წერს.
„2025 წლის 24 აგვისტოს გვიან საღამოდან ეროვნული გვარდიის ჯარისკაცებმა დაიწყეს თავიანთი სამსახურებრივი იარაღის ტარება“, – ნათქვამია ერთობლივი სამუშაო ჯგუფის განცხადებაში.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეროვნულ გვარდიას ძალის გამოყენების უფლება მხოლოდ „უკიდურეს და მხოლოდ სიკვდილის ან სხეულის სერიოზული დაზიანების გარდაუვალი საფრთხის შემთხვევაში“ აქვთ.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვაშინგტონში ეროვნული გვარდიის განთავსების ბრძანება 11 აგვისტოს გასცა.