„დოიჩე ველე“ - ულტრამემარჯვენე შეხედულებების გამო გერმანიაში 400-ზე მეტი სამართალდამცველის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს
„დოიჩე ველე“ - ულტრამემარჯვენე შეხედულებების გამო გერმანიაში 400-ზე მეტი სამართალდამცველის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს

ულტრამემარჯვენე შეხედულებების გამო გერმანიაში 400-ზე მეტი სამართალდამცველის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, გამოძიება კვლევას აწარმოებს პოლიციის ოფიცრების მიმართ, რომლებიც ულტრამემარჯვენე ექსტრემისტულ შეხედულებებსა და შეთქმულების თეორიებისადმი კეთილგანწყობაში არიან შემჩნეული.

გამოძიება ვარაუდობს, რომ ასეთ სამართალდამცველთა რიცხვი გაცილებით მაღალი იქნება, რადგან გერმანიის 16 ფედერალური შტატიდან ოთხს ამ დრომდე არ წარმოუდგენია კონკრეტული ციფრები, რამდენი პოლიციელის წინააღმდეგ არის აღძრული საქმე.

გერმანიის პარლამენტის პოლიციის კომისრის, ული გრეჩის თქმით, ასეთი ხალხის არსებობა ქვეყნისთვის უზარმაზარ საფრთხეს წარმოადგენს. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ სახელმწიფო გადატრიალების მსურველი მოძრაობის, „რაიხსბიურგერის“ მონაწილეები პოლიციელთა თავიანთ რიგებში გადაბირებას ცდილობდნენ. აღნიშნული დაჯგუფების წინააღმდეგ სამართალდამცველებმა 2022 წლის დეკემბერში მასშტაბური რეიდები და დაკავებების სერია განახორციელეს.