„დოიჩე ველე“ - უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, რუსეთს ვაშინგტონის მხრიდან მკაცრი ეკონომიკური სანქციები დაეკისრება
„დოიჩე ველე“ - უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, რუსეთს ვაშინგტონის მხრიდან მკაცრი ეკონომიკური სანქციები დაეკისრება

უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, რუსეთს ვაშინგტონის მხრიდან მკაცრი ეკონომიკური სანქციები დაეკისრება. „დოიჩე ველეს“ ცნობით, ამის შესახებ თეთრი სახლის წარმომადგენელმა ჟურნალისტებისთვის გამართულ სატელეფონო ბრიფინგზე განაცხადა.

თეთრი სახლის წარმომადგენლის თქმით, რუსული იურიდიული პირების მიმართ სანქციების გარდა, სერიოზული შეზღუდვები შეიძლება, დაწესდეს აშშ-დან რუსეთის ფედერაციაში ექსპორტირებულ პროდუქტებზე, ასევე აშშ-ის იურისდიქციას დაქვემდებარებულ უცხოური წარმოების საქონელზე. ამრიგად, ვაშინგტონმა რუსეთის ფედერაცია შეიძლება, შეიტანოს იმ ქვეყნების ჯგუფში, რომლებსაც ყველაზე მკაცრი შეზღუდვები აქვთ დაწესებული ექსპორტის კონტროლზე. ამ სიაში უკვე შედიან კუბა, ირანი, ჩრდილოეთ კორეა და სირია.

გარდა ამისა, ამერიკის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა განმარტა, რომ შვეიცარიაში გასამართ მოლაპარაკებებზე ვაშინგტონი აპირებს, განიხილოს არამხოლოდ მოსკოვის მიერ წამოჭრილი საკითხები, არამედ უსაფრთხოების ის პრობლემებიც, რომლებიც რუსულ წინადადებებს არ მოიცავს.